თვითნებურად შესახლებული ოჯახები

ალექსანდრე თვალჭრელიძის #8

„ბათუმში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები დახმარებას ითხოვენ“ „სოფელ სალიბაურში 60-მდე ოჯახი ხელისუფლებისგან ალტერნატიული საცხოვრებლის გამოყოფას ითხოვს“ „თვითნებურად შესახლებული 6 ოჯახი ენერგო პრო ჯორჯიას  ელექტროენერგიის საფასურის გადავადებას თხოვს“ „აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს“ – ეს სათაურების ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც თვითნებურად შესახლებული მოსახლეობის შესახებ დაწერილ სტატიებზე იხილავთ. საქართველოში რომ სიღარიბის პრობლემა დიდიხანია საგრძობია ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს უწევთ თავი სხვადასხვა შენობებს შეაფარონ და საკუთარი ბუდე მოაწყონ იქ. ეს უკანონო ქმედება შეუმჩნეველი არ რჩება და მალევე მათ სახელმწიფო აკითხავს, რათა გამოასახლონ ისინი. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ვხვდებით ხალხს მსგავსი პრობლემით, ზოგს გაუმართლა და მთავრობამ დარჩენის და ცხოვრების უფლება მისცა, დაუკანონა კიდეც სახლები და ოჯახებთან ერთად აგრძელებენ  ცხოვრებას. ჩვენს რუკაზე მათ ისტორიებს ნახავთ.

რა ბედი ეწევა უკანონოდ, სხვის ტერიტორიაზე აშენებულ სახლებს? ან იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ? ფოტოს ავტორი:სალომე ჩარკვიანი

რუკაზე ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩას ამოიკითხავდით, რომელიც თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარეობს. გზა, რომელიც ორ უკიდურეს წერტილს აკავშირებს წესით მნიშვნელოვანი და კარგად დასახლებული უნდა იყოს, მაგრამ იგი სრულიად მიუვალი და დავიწყებული იყო წლების განმავლობაში. აქ მხოლოდ ქარხნები და ბევრი კვამლი იყო. ვითარება 2015 წელს შეიცვალა, როდესაც აქ უზარმაზარი სავაჭრო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. სწორედ ამან მოიზიდა ოჯახები და არაერთი დასახლება შეიქმნა.

გზის პირას ორსართულიანი კორპუსი დგას, რომელიც ადრე სამხედრო ნაწილს ეკუთვნოდა და მოიხსენიებდნენ, როგორც „სამხედრო დასახლებას“. ამ უბანში თვითნებურად შესახლებული ოჯახების რაოდენობა 100-ს აჭარბებს. რა თქმა უნდა ყველა მათგანი ამ პატარა შენობაშ ვერ დაეტევა, ისინი გაფანტულები არიან და მათ ადგილმდებარეობას ჩვენს რუკაზე ნახავთ. ეს პატარა ვიდეო ასევე დაგეხმარებათ , რათა უკეთ აღიქვათ ეს ტერიტორია.

იგი იქამდე იყო დაუსახლებელი, სანამ მის შესახებ სამხედრო მოსამსახურეებმა არ გაიგეს. მათ კორპუსი საკუთარ სახლად აქციეს და აქედან დაიწყო „თვალჭრელიძის დასახლების“ ისტორია. სანამ უშუალოდ მოქმედ გმირებს და მათ ისტორიებს მოვისმენდეთ გთავაზობთ პატარა ვიდეოჩანახატს, რომელიც ისტორიის უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ.

  • 2015 წლის აგვისტოს თვალჭრელიძის#8 კორპუსში პირველი მახსოვრებელი გადმოვიდა-ტყვარცირიები და ჩარკვიანები
  • 2016 წელს კორპუსს შემოუერთდა კიდევ სამი ოჯახი-შაინიძეები, გეგენავები და ბერიძეები. ამავეწელს დაიწყო კორპუსის გაფორმებისთვის ბრძოლა და 5-მა ოჯახმა აიყვანა ადვოკატი სახელადზაქაიძე ხათუნა.
  • 2017/2018 წლებში გაიმართა სულ 5 სასამართლო, კორპუსისადვოკატმა ხუთივე წააგო. კორპუსს შემოუერთდა კიდევ ერთი , ფუტკარაძეების ოჯახი.
  • 2020 წელს კორპუსისთვის ბევრი რამ შეიცვალა, გადმოვიდა 4 ოჯახი, არჩევნების გამო კორპუსს მიაკუთვნეს ნომერი. მაისში დაიწყო კორპუსის მიმდებარე სატრანაპორტი გზის რეაბილიტაცია.
  • 2021- დღეს კორპუსში 10 ოჯახი ცხოვრობს. დასრულდა გზის რეაბილიტაცია, დაწყებულია განათებების დაყენების სამუშაოები. მოსახლეობა ამბობს, რომ ამდენი წლის შემდეგ კვლავ აქ ცხოვრობენ და ელიან , რომ ახლო მომავალში მათ ეს ბინები დაუკანონდებათ. ყველას განახვავებული ოცნება აქვს და მომავალი სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ.

ამავე ინფორმაცია იხილეთ ინფოგრაფიკაზე.

კორპუსის ირგვლივ რამდენიმე შენობა დგას, რომლის დაკავება ბევრჯერ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. პირველმა რეგიონალურმა ბაზამ თითოეულ სახლს ბოქლომი დაადო და თანაც სამუდამოდ. მე-8 ნომრის მცხოვრებლნი ამბობენ, რომ არ აქვს გასახლების შიში, მაგრამ აქ ჩადებულ თანხას ვერავინ აუნაზღაურებს თუ ეს მოხდება. ამას ისიც დაემატა, რომ რამდენიმე თვის წინ მერიამ უზარმაზარი მანქანები გამოაგზავნა, რათა ამავე ქუჩაზე სხვა მიმდინარე მშენებლოობები დაენგრიათ.

ფოტოების ავტორი:სალომე ჩარკვიანი

ირმა ფუტკარაძე ერთ-ერთია მათ შორის ვინც ამ კორპუსში პირველი შემოვიდა საცხოვრებლად. მან ყველაზე მეტი იბრძოლა , რათა ეს ფართები მათგან არავის წაერთმია. ჩვენ მისი ისტორია რამდენიმე წუთში ჩავატიეთ.

დღეს კორპუსს წყალიც მიეწოდება და სინათლეც, მაგრამ კვლავ დგას გათბობის პრობლემა, რომელიც 7 ზამთარია აწუხებს ოჯახებს და ამის გამოსასწორებლად ვერაფერს აკეთებენ. მათ ისეთივე პრობლემები აწუხებთ რაც სხვა თვითნებურად შესახლებულ მოსახლეობას.

ფოტო ინტერნეტიდან

თვალჭრელიძის დასახლების ოჯახებს , თითოეულს ჰყავს არასრულწლოვანი ან მცირეწლოვანი ბავშვი. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ავარიული შენობის გამო მათ ყოველთვიურად ორმაგი გადასახადების გადახდა უწევთ, თვის ბოლოს დანახარჯი 1000 ლარს სცდება.

ინტერნეტში შეხვდებით სტატისტიკებს დევნილების შესახებ, მაგრამ ვერ ნახავთ იმავეს უბრალო ადამიანებზე. თვალჭრელიძის დასახლების მცხოვრებლნი იმედოვნებენ რომ მომავალში მათთვის შეიცვლება ყველაფერი, რომ ოდესმე ან კედლებს საკუთარ სახლს დაუძახებენ. ამის იმედი აქვთ, რადგან დღითიდღე უკეთესობისკენ იცვლება მდგომარეობა. თემაზე მუშაობისას ვცადეთ დავკავშირებოდით მერიას და მათგან მოგვესმინა რას უპირებენ მე-8 ნომერ კორპუსს, მაგრამ თანამშრომლობა ვერ შედგა.

ავტორი: პუწუწნიუსი

მე-3 კურსის სტუდენტი , ახალბედა ჟურნალისტი. ინტერესის სფეროები-სპორტი-პოლიტიკა-კულტურა.

დატოვე კომენტარი

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე